როგორ დავძლიოთ უძილობა

ბაიერსი X ჯპს-რჩევები ძილის შესახებ

by likuna khaburzania | 

ჯანსაღი ძილი ჯანმრთელობის აუცილებელი პირობაა. ინსომნია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია სტრესით, დეპრესიით, “jet lag”- ითა და სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებით. წლების განმავლობაში ვებრძოდი ამ პრობლემას და გადავწვიტე გამეზიარებინა ჩემი პირადი გამოცდილება, თუ როგორ ავიმაღლოთ ძილის ხარისხი. ძალიან მნიშვნველოვანია წინასწარ ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე. პრევენციის მიზნით არსებულ პრობლემაზე დროული რეაგირება თავიდან აგაცილებთ უძილობისგან გამოწვეულ პრობლემებს.

#კარგადიყავი

 

საკვები

საკვების რაციონი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ძილზე, სწორედ ამიტომ საჭიროა ვიკვებოთ სწორად, რათა ხელი შევუწყოთ ძილის დარეგულირებას.

არ მიიღოთ საკვები ძილის წინ.

შაქარი და ნახშირწყლები შეგიძლიათ შეცვალოთ ჯანსაღი ალტერნატიული საკვებით.

არსებობს გარკვეული პროდუქტები, რომლებიც თქვენ ძილის რაციონს საგრძნობლად გააუმჯობესებს.

1. თევზი

2. ჩიას და სელის თესლები

3.მარცვლეული

4. მწვანილები

5.ნუში

6. ალუბალი და ბანანი

ტექნიკა

მობილურის გამოყენება  ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ჩემს უძილობაზე. დაძინებამდე 1 საათით ადრე ეცადეთ გადოდოთ ტელეფონი ან გაიტანოთ სხვა ოთახში.

ძილის წინ ვცდილობ წავიკითხო წიგნი ან მოვუსმინო მუსიკას, რათა მშვიდად დამეძინოს.


 

ოთახის ტემპერატურა

დროთა განმავლობაში გავიაზრე რამდენად მნიშვნელოვანია ძილისთვის სწორი პირობების შექმნა, ოთახში სადაც მაღალია ტემპერატურა რთულია  დაძინება. შეეცადეთ შეინარჩუნოთ დაბალი ტემპერატურა ოთახში. ტემპერატურის დარეგულირება დაგეხმარებათ დაძინებაში და ხელს შეუშლის შეშუპებასა და კანის პრობლემებს. ასევე კომფორტული და სასიამოვნო ინტერიერი საძინებელში ხელს შეგიწყობთ უძილობის პრობლემის გადაჭრაში.

შხაპი

ძილის წინ შხაპის მიღება დაგეხმარებათ დამშვიდებაში და გაგიუმჯობესებთ ძილის რაციონს.

სასმელები

შეამცირეთ ალოკოჰოლის და ისეთი სტიმულატორების მიღება როგორებიცაა: ნიკოტინი და კოფეინი.

ფიზიკური აქტივობა

ივარჯიშეთ რეგულარულად, დაკავდით იოგით ან მედიტაციით. ეს ხელს შეგიწყობთ სიმშვიდის შენარჩუნებაში და ასევე დაამყარებს ბალანსს თქვენს ორგანიზმში.

დანამატები

ძილის გამაძლიერებელი დანამატები დაგეხმარებათ სწაფად და უპრობლემოდ დაძინებაში. დანამატები აუმჯობესებს ძილის ხარისხს ძილის პროვოცირებადი ჰორმონების წარმოქმნის გაძლიერებითა და ტვინის აქტივობის დამშვიდებით.

 

ნახატის ავტორი: თეკლა კიღურაძემარიამ კვაშილავა