რჩევა #1 - ვირუსების პრევენცია

როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან

რჩევა #1: ხშირად დაიბანეთ ხელები

კვლევებით დადასტურებულია, რომ ყველაზე ხშირად ვირუსები სწორედ ხელების საშუალებით ხვდება ორგანიზმში. როდესაც არის საშუალება, აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით. თუკი ხართ გარეთ და ხელმისაწვდომი არაა სველი წერტილები, თან იქონიეთ ანტიბაქტერიული გელი (სპირტის შემცველობით) და პერიოდულად დაიმუშავეთ ხელები. 

ხელების დამუშავება აუცილებელია:

► ავადმყოფთან ყოველი კონტაქტის შემდგომ

► დახველების ან დაცემინების შემდგომ

► საკვების მომზადების დაწყებამდე და დასრულების შემდგომ

►კვების წინ და შემდეგ

►ტუალეტით სარგებლობის შემდგომ

►შინაურ ცხოველებთან კონტაქტის შემდგომ

პროდუქტები, რომელიც გამოგადგებათ:

1. დესდერმანის ანტისეპტიკური გელი (3 წლიდან)

2. ესემტანის დასაბანი გელი (0 წლიდან)

3. ოქტენისანის დასაბანი, ანტიბაქტერიული გელი (0 წლიდან)