რჩევები "კორონა-სტრესის" სამართავად

6 რჩევა „კორონა სტრესის“ სამართავად:

  1. იკონტაქტეთ, იკონტაქტეთ, იკონტაქტეთ

ფიზიკური კონტაქტი საუკეთესო საშუალებაა სტრესის დასაძლევად, თუმცა აუცილებელია მოწოდებული ნორმების და დისტანციის დაცვა. თუკი ამას ვერ ახერხებთ, გამოიყენეთ სოციალური ქსელები და ყოველდღიურად იკონტაქტეთ მეგობრებთან, ახლობლებთან. გახსოვდეთ: სახლში დარჩენა არ ნიშნავს სრულ იზოლაციას.

  1. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, ისაუბრეთ თქვენ ემოციებზე

სრულიად ნორმალური მდგომარეობაა თუკი პანდემიის პერიოდში ნერვიულობთ თქვენ ჯანმრთელობაზე ან ახლობლების კარგად ყოფნაზე. უმრავლესობა ანალოგიურად განიცდის არსებულ სიტუაციას. ნუ მოერიდებით, ისაუბრეთ თქვენ ემოციებზე გახსნილად მეგობრებთან. გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება თუ როგორ დაძლიოთ შიში და სტრესი. საკუთარ გულში ემოციების დამალვას ნამდვილად სჯობს ღიად საუბარი.

  1. იყავით ფიზიკურად აქტიურები

არ იფიქროთ, რომ #დარჩისახლში ნიშნავს კარის გადაკეტვას და სუფთა ჰაერზე უარის თქმას J მთავრია დავიცვათ მოწოდებული გაიდლაინი და დისტანცია. შეგიძლიათ ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, არახალხმრავალ ადგილებში. ირბინოთ ან თუნდაც იაროთ ველოსიპედით. ამ პერიოდში განსაკუთრებულად აუცილებელია ფიზიკური აქტივობა დაძაბულობის მოსახსნელად.

თუკი ხართ იზოლაციაში, სახლში 10 წუთიანი ვარჯიშებით ჩაანაცვლეთ გარეთ სეირნობა.

  1. მიიღე სანდო ინფორმაცია ნორმირებულად

შეეცადეთ მუდმივად იყო საქმის კურსში სიახლეებზე, თუმცა აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან და რაც მთავარია, ნორმირებულად. არ არის საჭირო ყველა საინფორმაციო გამოშვების ყურება და მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა. სრულიად საკმარისია შეჯამებული ინფორმაციის მოსმენა და რეკომენდაციების მიღება.

რაც მთავარია! ნუ იჯდებით მთელი დღე სოც ქსელებში, ეს თქვენ ფსიქიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და ამძაფრებს სტრესს. ამ არხებში ხომ მუდმივად დიდი ოდენობითაა ნეგატივი და ბევრი გადაუმოწმებელი  ინფორმაცია (fake news)

  1. არ თქვათ უარი თქვენ ჰობიზე

სახლიდან მუშაობასთან ერთად არ დაგავიწყდეთ დრო გამოყოთ იმ საქმისთვის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. იქნება ეს მუსიკის მოსმენა, ცეკვა, ფილმის ყურება, ხატვა, ქსოვა, სამაგიდე თამაში თუ ნებისმიერი რამ, რაც განტვირთვაში გეხმარებათ და პოზიტიურად გმუხტავთ. სახლიდან მუშაობა მეტ დროს და ჩართულობას მოითხოვს და ხშირად მსგავსი აქტივობებისთვის დროის გამოყოფა სრულიად გვავიწყდება. შეიმუშავეთ დღის გრაფიკი და მინ 1 საათი გამოყავით საკუთარი ინტერესებისთვის. თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ ნელ-ნელა შეძლებთ გრაფიკის შემუშავებას. 

  1. მშვიდი ძილი შენი ჯანმრთელობისთვის

ზრდასრულ ადამიანს საშუალოდ 7-8 საათი სჭირდება ენერგიის აღსადგენად (თუმცა ეს შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე). შეეცადეთ არ შეცვალოთ თქვენი გრაფიკი და გეძინოთ მშვიდად ღამის საათებში. ეს ძალიან მნიშნელოვანია თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

თუკი სახლიდან მუშაობთ და დილას ადრე არ ხართ ასადგომი, სულაც არ ნიშნავს რომ ღამე არ უნდა გეძინოთ და ამ დროს თუნდაც ფილმებს უყუროთ. გახსოვდეთ, დროთა განმავლობაში ამან შეიძლება უძილობა და ნერვული დაძაბულობა გამოიწვიოს.

და რაც მთავარია! "ორშაბათიდან ვიწყებ" - ეს დაივიწყეთ და დაიწყეთ დღეიდან, ახლა. 

წყარო: nhs.uk