ჩიას ფაფა

ჩიას ფაფა - მომზადების წესი:

200გ რძე

1ჩ/კ ფინიკის პასტა ან თაფლი

დაბლენდერდეს და დაემატოს 1ს/კ ჩია და 1/4 ჭიქა შვრია

მოვურიოთ ისე, რომ ჩიას მარცვალი არ დაიმტვრეს ბლენდერში დაბალი სიჩქარით ან კოვზით (5 წუთის შუალედებით მოურიეთ 3-ჯერ )

გააჩერეთ 1 საათი მაცივარში. ზევიდან შეგიძლიათ მორთოთ ხილით ან შოკოლადის კარაქით.