მივიღოთ თუ არა მარილი?

კარგად ყოფნის  მარტივი რეცეპტი:
►მიიღე ნაკლები მარილი და #კარგადიყავი✨

  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, მარილის შემცირებით საშუალოდ 1.5 მილიონი სიკვდილის პერევენციაა შესაძლებელი ყოველწლიურად.
  •  ყოველდღიურად მარილის მოხმარების შემცირება არეგულირებს და დაბლა სწევს არტერიულ წნევას, გულსისხლძარღვთა დაავადებების და ინფარქტის შემთხვევებს კი მნიშვნელოვნად ამცირებს.
  • მსოფლიოში მარილის ყოველდღიური მოხმარება რეკომენდებულ დოზას (5გრ.) 3-4 ჯერ აჭარბებს. მოერიდეთ მარილიან ჩხირებს, ჩიფსებს, სოუსებსა და კონსერვირებულ საკვებს.
  •  მარილის მოხმარება შეამცირეთ თანდათან,
  • სალათებში მთლიანად ჩაანაცვლეთ ლიმონის წვენით ან ბროწეულით, ძმრით, სანელებლებით.